მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი მარგველაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს

გიორგი მარგველაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს

Published on

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო განცხადება გაააკეთა  საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ  გადაწყვეტილებასთან და გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით.  

პრეზიდენტი აცხადებს, რომ "სახელმწიფოს უმთავრესი დანიშნულებაა ადამიანის უზენაესი უფლებების დაცვა. მართლმსაჯულების მიზანიც სწორედ ამ უზენაეს უფლებათა უზრუნველყოფაშია. საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოები უნდა იდგნენ ამ უფლებათა სადარაჯოზე. 
საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილება არის საბოლოო და სავალდებულოა შესასრულებლად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს საერთო სასამართლოების მიერ. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ამ გადაწყვეტილების ყველა კონკრეტულ შემთხვევაში აღსრულების პროცესს". 

რაც შეეხება საქართველოს  პრემიერ-მინისტრის პოზიციას, იგი  გიგი უგულავასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.

შეგახსენებთ, ჟურნალისტების მიერ თსუ-ში აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის დროს დასმულ კითხვაზე  უგულავასთან დაკავშირებით მან დემონსტრატიულად აუარა გვერდი პასუხს. 

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...