მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს [Video]

Published on

სამართალდამცველებმა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ბიძინა ესებუა ზუგდიდში მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მოქმედი თანამშრომელია. მისი დაკავების ოპერაცია ზუგდიდში ჩატარდა. „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტის მიერ ოჯახის ერთ-ერთ ახლობელზე დაყრდნობით, სახელდება ბიძინა ესებუას დაკავების სავარაუდო მოტივი. როგორც ირკვევა, გამოძიებას ჰქონდა ინფორმაცია ბადრი ესებუას და მისი ძმის კონტაქტის შესახებ, მან სამართალდამცველების გამოჩენისთანავე გაქცევა სცადა, თუმცა დროულად დააკავეს.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ბადრი ესებუამ მოპარული თანხის ნაწილი ძმას გადასცა, რაც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. უწყებაში ამობენ, რომ დამატებითი დეტალები ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

,

გავრცელებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის მეორე დღეს ბადრი ესებუა დეიდის სახლში იმალებოდა, სადაც მას ძმამ, ბიძინა ესებუამ მიაკითხა და მალულად ტყეში წაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...