მთავარისიახლეებიპოლიტიკაგინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს - კობახიძე მოჰყვა, რა...

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

Published on

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, რაც შეხვედრისადმი ინტერესს ერთიორად ზრდიდა იმის მიუხედავად, რომ ირაკლი კობახიძემ თავიდანვე განაცხადა, არანაირი სიურპრიზები არ იქნება, მიმდინარე საკითხებს განვიხილავთო. 

ჯერ ვნახოთ “ქაღთული ოცნების’ ოფიციალური განცხადება” ამ სხდომის შესახებ:

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა განახლდა – პოლიტსაბჭოს წევრები გახდნენ უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე.
პოლიტიკური საბჭოს დასრულების შემდეგ, შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდა. როგორც პოლიტსაბჭოზე, ასევე უმრავლესობის სხდომაზე, მმართველი გუნდის წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები განიხილეს.
პარტიის საპატიო თავმჯდომარემ გუნდის წევრებს აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში, გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები სრულად და ეფექტურად არის გადალახული.
ასევე, სხდომაზე ყურადღება დაეთმო მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში დაანონსებულ კონკრეტულ ინიციატივებსა და რეფორმებს. უმრავლესობის სხდომა დისკუსიის ფორმატში წარიმართა”, – ნათქვამია ქართული ოცნების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თუმცა, სიურპრიზები მაინც იყო: მაგალითად, პოლიტსაბჭო ორი კაცით გაიზარდა და მასში შევიდნენ როგორც უმრავლესობის ახლანდელი ლიდერი ირაკლი კირცხალია, ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე. არადა, კურცხალიას ამ სხდომაზე განადგურებას უწინასწარმეტყველებდნენ, რადგან ის მამუკა მდინარაძის კადრად ითვლებოდა. ზოგადად, როგორც ჩანს, ა, სხდომაზე “მამუს” მიმართ დიდი აგრესია არ გამოვლენილა. ირაკლი კობახიძემ ეს იმით ახსნა, რომ “ადამიანი გასულია პოლიტიკიდან”:

„მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან არის გასული. კითხვები ისმება ხოლმე ამ თემასთან დაკავშირებით. მე მგონი, არასწორია ამ საკითხის ზედმეტად წინ წამოწევა, როდესაც ადამიანი პოლიტიკიდან გასულია. მე ვერ ვხედავ კითხვებისთვის საფუძველს. რა თქმა უნდა, ამ საკითხზეც იყო საუბარი. გუნდში რა პროცესებიც წარიმართა, ყველა თემასთან დაკავშირებით იყო საუბარი, თუმცა საჯაროდ ამ თემაზე საუბარი, როდესაც ადამიანი გასულია პოლიტიკიდან, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად… […] პერიოდულად მაქვს ხოლმე კომუნიკაცია [მდინარაძესთან]. მეგობრობა, სხვა თემები, ეს არ არის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხი”, – თქვა კობახიძემ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ისაუბრეს იმ დაპირისპირებაზეც, რომელიც გუნდის შიგნით წარმოიშვა:

„ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია რაც მოხდა, როდესაც ასე ვითარდება პროცესები, როდესაც გუნდის ყოფილი წევრები იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის ეს არის პირველ რიგში გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც“, – თქვა კობახიძემ. 

მან მედიის მუშაობაზეც გააკეთა აქცენტი და უპასუხა შეკითხვას, აწუხებთ თუ არა ის, რომ მედიის ნაწილი ხელისუფლებას “რეჟიმად” მოიხსენიებს:

„მედია უნდა იყოს ობიექტური. შეიძლება საკუთარ გადაცემებში სუბიექტური მოსაზრება გამოთქვას ჟურნალისტმა, მაგრამ როდესაც საინფორმაციო გამოშვება გადის ეთერში, ეს გამოშვება უნდა აკმაყოფილებდეს ობიექტურობის სტანდარტებს. ჩვენთან არ იყო დაცული არასოდეს ეს პრინციპი, მაგრამ ასეა და კანონმდებლობაშიც იყო გაწერილი. რაც იყო გაწერილი და რაზეც არ არსებობდა აღსრულების მექანიზმი, იქ გაჩნდა აღსრულების მექანიზმი. ეს არის და ეს. დანარჩენი, ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს, ჩვენ ვიგებთ არჩევნებს, ჩვენ გამოვდივართ გამარჯვებული ყველა პოლიტიკური ორთაბრძოლიდან, გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა, რა ვიცი, რაც უნდათ. დიქტატურა და ა.შ. ასეც და ისეც გამოვდივართ გამარჯვებული…” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიახლეები

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...