უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა.
უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები სერგეი ვიქტორის ძე გოლდობინი, რომელიც 1971 წელს იყო დაბადებული.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჯილდოების საბჭოს გადაწყვეტილებით, გოლდობინი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა I ხარისხის ოქროს გიორგის ჯვრით.
ჯილდო მის ნათესავებს გადაეცემათ.