მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ არ შეათანხმა გრიგოლ ვაშაძემ თავისი სკანდალური განცხადების შინაარსი პარტიასთან?

რატომ არ შეათანხმა გრიგოლ ვაშაძემ თავისი სკანდალური განცხადების შინაარსი პარტიასთან?

Published on

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მას არავისთან შეუთანხმებია იმ განცხადების შინაარსი, რომელიც 10 ნოემბერს გაავრცელა. მისი თქმით, არც იმის თვლა დაუწყია, პარტიაში ვინ იზიარებს მის ხედვას და დარწმუნებულია, რომ სწორად მოიქცა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან ინტერვიუში  ისაუბრა.

გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მისი განცხადება განაპირობა იმან, რომ მმართველ გუნდთან ოპოზიციის “თითქმის მომზადებული” მოლაპარაკებები ჩაიშალა.

“ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიერ, ჩაიშალა”, — განაცხადა ვაშაძემ 

მან არ დაასახელა დიპლომატები, რომლებიც ჩართული იყვნენ მოლაპარაკებებში და აღნიშნა, რომ ამის ნებართვა არ აქვს. თუმცა, მისი თქმით, მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქოდნა.

“რახან ჩაიშალა, უკაცრავად, ახლა აქ თითის გაშვერები არაფერს შველის. ყველა დამნაშავე არის, აბსოლუტურად.როგორც დიპლომატიური პროცესი იწყება, ისე უნდა დაიწყოს. არის ორი დაპირისპირებული მხარე, არის ორი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მოთხოვნა, არის შუამავლები, მედიატორები, ფასილიტატორები, თუ გნებავთ”, — განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა დიპლომატების მზაობა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, ვაშაძე პასუხობს:

“ამ წუთში უკვე აღარ ვიცი, მაგრამ ყველაფერი მომზადებული იყო და რახან ყველაფერი მომზადებული იყო და არ გამოვიდა, დიდი ბოდიში, მინდა ყველას ვუთხრა და ჩემს თავსაც გავუმეორო, რომ ეს ადამიანები თეთრებად და შავებად დაყოფას არ დაიწყებენ. არ გამოგდით, თქვენს თავს დააბრალეთ იმიტომ, რომ ყველა აბსოლუტურად ხართ ერთნაირი”, — განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, რა არის გამოსავალი, ვაშაძე პასუხობს, რომ საპროტესტო აქციების გაგრძელება და პარალელურად, პოლიტიკური კომპონენტი — დიალოგი.

“ვსინჯოთ. თუ არ შევედით მოლაპარაკებებში, ვერც იმას გავიგებთ ეს მოლაპარაკებები დამთავრდება წარმატებით, თუ წარუმატებლად. ჩვენ ჩვენი მოთხოვნები გვაქვს, ხელისუფლება გვეუბნება, ნორვეგიაში და ხელისუფლებაში ცხოვრობთ და იქაური არჩევნები ჩავატარეთო. გამოსავალი რა არის აქედა? თურქმენიზაცია ხელისუფლების და ოპოზიციის მარგინალიზაცია? ეს არის, ესე წარმოგვიდგენია ჩვენი სახელმწიფოს მომავალი?

კითხვაზე, რა იგულისხმება მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში, ვაშაძე პასუხობს:

“წარმატებით დასრულება იზომება ისეთი ხელისუფლების და პარლამენტის შექმნით, რომელიც სრულიად დააკმაყოფილებს, უპირველეს ყოვლისა, იმ აღშფოთებული ადამიანების აზრს, რომლებიც დღეს ქუჩაში სიცივეში, უკვე ყინვაში, ღამე დგანან და ელოდებიან, რომ მათ ხმას ვინმე გაიგებს. ისეთი ხელისუფლების შექმნა, რომელიც ეროვნული კონსოლიდაციის საფუძველზე შეძლებს გაუმკლავდეს არსებულ უზარმაზარ კრიზისს, – განაცხადა მან.

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...