მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ აწვალებდა სათვალეს სუსის უფროსის მოადგილე პარლამენტში ოპოზიციის დასმულ კითხვებზე პასუხის...

რატომ აწვალებდა სათვალეს სუსის უფროსის მოადგილე პარლამენტში ოპოზიციის დასმულ კითხვებზე პასუხის ნაცვლად

Published on

 სუს-ის 2016 წლის ანგარიშის მოსმენა პარლამენტში  დახურულ ფორმატში მოხდა.
 
,,ასეთ საკითხებზე არც ღია ეთერებში საუბრობენ, არც ქილიკობენ და არც მასკარადებს აწყობენ – ასე ახსნა იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ  სხდომის დახურვის მოტივი. 
”ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტს გააზრებული აქვს, რომ როდესაც ისმენ უსაფრთხოების ანგარიშს და არის ძალიან ბევრი დახურული ინფორმაცია, რომლის საჯარო სივრცეში გაჟღერება საფრთხის შემცველია, მასკარადები არ უნდა მოაწყო კამერების წინ და შოუ კი არ უნდა დადგა, არამედ უნდა დაისვას კითხვები, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ტერორისტულ საფრთხეებს, ”ისლამურ სახელმწიფოს” და მასთან დაკავშირებულ ტენდენციებს. . როგორც კი სხდომა დაიხურა, მაშინვე ჩვენს ოპონენტებს გაუქრათ სურვილი მოეწყოთ მასკარადი და შოუ, შესაბამისად, პროცესი საქმიან ვითარებაში წარიმართა, – განაცხადა ეკა ბესელიამ ოპოზიციის იმ განცხადებების შეფასებისას, რომელიც სხდომის დახურვას ეწინააღმდეგებოდა. 
მისი თქმით, მომხსენებელმა – სუს-ის უფროსის მოადგილემ  შესაძლებლობიდან გამომდინარე  პასუხი გასცა ყველა კითხვას, რომელიც სხდომაზე დაისვა.
 
სხვა აზრისაა ოპოზიცია. ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე სერგო რატიანი ამბობს, რომ ოპოზიციამ ვერ მიიღო პასუხი დასმულ კითხვებზე , 
,,ერთ საიდუმლოებას გეტყვით, მომხსენებელმა კითხვებზე პასუხის განმავლობაში ბევრჯერ მოიხსნა სათვალე, ჩაახველა, უკან გაიკეთა სათვალე, მერე თქვა, რომ დასმულ კითხვებზე პასუხს ვერ გაგვცემდა, რადგან ეს სახელმწიფო საიდუმლოს ეხებოდა. 
 სინამდვილეში არანაირ საიდუმლოებაზე არ იყო საუბარი. კომიტეტის სხდომა ერთადერთი მიზეზით დაიხურა, რომ არ შეექმნათ დისკომფორტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილისთვის. სრულიად ცხადია , რატომ გამოყარეს სხდომიდან ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები .” – განაცხადა სერგო რატიანმა. 

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...