მთავარისიახლეებიამაში ცუდი არაფერია - კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

Published on

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე ირანში ჩასვლას, უპასუხა რომ “არ გამორიცხავს.”

“რა არის ამაში ცუდი? მიემგზავრება დაკრძალვაზე, როგორც სხვა ქვეყნის ლიდერები. თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და ა.შ. ამაში ცუდი არაფერია.

რაც შეეხება აშშ-სთან ურთიერთობას, მზად ვართ იმისთვის, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ის, რაც წინა ადმინისტრაციამ გააფუჭა, ყველაფერი გააკეთეს ამისთვის, თავიანთი ცრუ განცხადებებით, არასამართლიანი გადაწყვეტილებებითა და დამოკიდებულებით.

ვფიქრობ, დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით შესწევს ძალა, ეს უსამართლო დამოკიდებულება, რაც ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებით იყო, მარტივად გამოასწოროს.” – თქვა კალაძემ.

გამოცემა Aktual.ge წერს, რომ მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში მიიწვიეს, თუმცა, ადმინისტრაცია ჯერჯერობით არ ადასტურებს, აპირებს თუ არა ყაველაშვილი ირანში გამგზავრებას.

Aktual.ge-ს ინფორმაციით, 9 ივლისს დაგეგმილ ცერემონიაზე, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, თურქმენეთის, პაკისტანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებიც არიან მიწვეულნი.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...