მთავარიUncategorizedგახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

Published on

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

გიორგი გახარიას პარტია მომხდარ ფაქტს სისტემურ დანაშაულად აფასებს.

“ეს სისტემური დანაშაულის გამოვლინება, წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმა იყო. ამის კადრები არსებობს და გაშიფრვა ძალიან მარტივად შეიძლება. უკვე 4 დღე გავიდა და პროკურატურა ვალდებული იყო, გამოძიება დაუყოვნებლივ დაეწყო. ამას ჩვენი წერილობითი მიმართვა არ სჭირდებოდა. მაგრამ, რადგან ვნახეთ, რომ დღემდე არანაირი რეაგირება არაა, ამიტომ პროკურატურას წერილობით მივმართეთ, რომ ამ საქმეზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს”. – თქვა პარტიის დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის წლიური ანაგრიშის წარდგენის დროს გახარია საქართველოსთვის დეპუტატებსა და ქართული ოცნების დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, გავრცელებული კადრებში ჩანს, როგორ ძალადობენ ივანიშვილის დეპუტატები გახარიას პარტიის დეპუტატ გიგა ფარულავაზე.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...