მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში, მოქმედი პოლიციელი მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა და მრავლობითი დაზიანებები მიაყენა

ზუგდიდში, მოქმედი პოლიციელი მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა და მრავლობითი დაზიანებები მიაყენა [Video]

Published on

ზუგდიდელი პოლიციელი, რომელმაც მოქალაქეზე იძალადა, ამ დრომდე არც დაუკავებიათ და არც გამოკითხვზე დაუბარებიათ. შემთხვევა წმინდა ნინოს ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ  მოხდა. დაზარალებული გელა სიჭინავას დედა გვიყვება, რომ პარტულის მოქმედი თანამშრომელი გოჩა გუჯეჯიანი მის შვილს რკინის ხელკეტით გაუსწორდა. ფიზიკურ დაპირისპირებას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. გელა სიჭინავა მამას გამოესარჩლა, რომელიც მანქანის ხელოსანია და მისი კლიენტი, როგორც დაზარალებულის დედა ამბობს, ერთი წლის შემდეგ მოვიდა მის მეუღლესთან და ფულის გადახდის გარეშე მანქანის ისევ შეკეთეთება მოთხოვა. კლიენტი  მოქმედი პოლიციელის  გოჩა გუჯეჯიანის ბიძა აღმოჩნდა.

მოხდარს უარყოფს გოჩა გუჯეჯიანის დედა და  ამბობს, რომ მის შვილს ფიზიკურად გელა სიჭინავა გაუსწორდა.

გელა სიჭინავას მძიმე, მრავლობითი დაზიანებები აქვს, რაც თვითმხილველების მიერ გადაღბული კადრებიდან ჩანს, მას სასწრაფო დახმარების გამოძახება და ჰოსპიტალში გადაყვანა დასჭირდა. ცოტა ხნის წინ კი ის საავადმყოფოდან სამართალდამცავებმა გამოიყვანეს. ის ამ წუთებში პოლიციაში იკითხება. პროკურატურაში “ოდიშინიუსს” განუცხადეს, რომ საქმე ძიებაშია და განცხადებას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...