მთავარისიახლეებისაზოგადოებაოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მოკლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მოკლეს

Published on

მკვლელობა ოკუპირებულ აფხაზეთში. გალის რაიონის სოფელ სიდაში ცოლ-ქმარი სოფო და გია წურწუმიები მოკლეს. მათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარ ეზოში ესროლეს.სავარუდოდ, ცნობილია დამნაშავის ვინაობაც. ახლობლების თქმით, ისიც ადგილობრივია და მისი სახელის თქმა გარდაცვალებამდე მოასწრო გია წურწუმიამ. მკვლელობის მოტივი უცნობია. ერთ-ერთ მიზეზად თანხის გამოძალვა სახელდება.შემთხვევის ადგილზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მილიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეს უკვე ეძებენ. ცოლ-ქმრის ცხედრები გალის პროზექტურაშია გადასვენებული.

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...