მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილის პირობებში არის ტოტალური უმუშევრობა, უპერსპექტივობა და უიმედობა - უგულავა

ივანიშვილის პირობებში არის ტოტალური უმუშევრობა, უპერსპექტივობა და უიმედობა – უგულავა [ Video]

Published on

ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდში, ბაქოსა და ერევნის ქუჩების მაცხოვრებლებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

უგულავას თქმით, სიმბოლურია, რომ შევხედრები იმართება ამ ქუჩებზე, იმ კონტექსტის გათვალისწინებით, თუ რა ხდება რეგიონში. უგულავამ აღნიშნა, რომ როგორც ზუგდიდში, ისე მთლიანად საქართველოში არის უმძიმესი სოციალური ფონი, ხოლო ამ დროს ბიძინა ივანიშვილი კლავს ამ რეგიონის ერთადერთ იმედს, ანაკლიის პორტს.

უგულავამ აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი აუციელბლად შეიცვლება 31 ოქტომბერს და უპერსპექტივობასა და გაჭირვებას გარდამტეხი ცვლილებები დაასრულებს.

„ჩვენ ვიყავით ეხლა ზუგდიდის  ბაქოსა და ერევნის ქუჩებზე, რომლებიც ერთმანეთის მიმდებარედ არის. იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ეხლა კავკასიაში ხდება, ეს სიმბოლურია. აქაც, ისვე როგორ მთელ რაიონსა და ქვეყანაში ცვლილებების მოლოდინია, უმუშევრობა არის პრობლემა, რომელიც ტანჯავს ყველა ადამიანს. ტოტალური უმუშევრობაა ივანიშვილის პირობებში და აღაც იმედია, რომ შეიცვლება რამე.

ამ არჩევნებზე უნდა მოხდეს ეს გარდამტეხი ცვლილება და გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს, გადასახადების დაწევა არის უალტერნატივო, რათა სწრაფად დაიწყოს ეკონომიკამ მუშაობა და შეიქმნას სამუშაო ადგილები. სხვანაირად, უბრალოდ არ გამოვა.

ჩვენ ასევე გვჭრდება დიდი პროექტები და ზუგდიდს აქვს კონკრეტული პროექტი, ეს არის ანაკლიის პორტი, რომელიც არამარტო ზუგდიდის, არამედ მთელი სამეგრელოს დასაქმების და ახალი პერსპექტივის წყაროა და სანამ ივანიშვილი იქნება, ეს არ გაკეთდება.

ამიტომ, მთავარი არის ეხლა ერთი, რომ შეიცვალოს პოლიტიკური წყობა, ჩვენ ასევე ვსაუბრობთ და ადამიანებს ძალიან კარგად ესმით თუ რატომ ამთავრებს ყველა მთავრობა ასე ცუდად. იმიტომ, რომ ყველა მთავრობა არის ერთპარტიული და ერთპიროვნული, ხალხს ესმის, რომ კოალიცია არის სწორი მართვის ფორმა, რადგან ერთმანეთს აბალანსებს და ხალხის გასაჭირზე ფიქრობს და არა საკუთარ გამოგონილ ხუშტურებზე.

ეს არის ის თემები, რომლებიც ხალხს აწუხებს და რომლებსაც ხალხი აუცილებლად შეცვლის ამ არჩევნებზე.“ – განაცხადა უგულავამ.

სიახლეები

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...

ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს , უნდა დავამხოთ – ბაჩო ახალაია

ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს ივანიშვილით, კობახიძით, ყველა უნდა დავამხოთ, ეს არის ერთადერთი გზა...