ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აღებული 399 ნიმუშიდან 6 პირს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. ყველა მათგანი გალის რაიონის საბერიოს ე.წ კლასტერს ეკუთვნის. სამეგრელი-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, მათი გადმოყვანა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დღის განმავლობაში მოხდება და ისინი მოთავსდებიან სხვადასხვა სპეციალიზირებულ კლინიკებში. რაც შეეხება მარტვილელ პოლიციელს, რომელსაც კოვიდ 19 გუშინ დაუდასტურდა, მისი შვიდივე კონტაქტი მოძიებულია. ყველა მთგანზე აღებულია პისიარ ტესტი. პასუხები ჯერჯერობით უცნობია. ისინი გადაყვანილია კარანტინში. რაც შეეხება თავად პოლიციელს, ის რუხის კლინიკაში გადის მკურნალობას. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რუხის საავადმყოფოში ამ დროისთვის 58 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. მალხაზ თორიას თქმით, ფოთის ცხელების ცენტრში მოთავსებულია კოვიდინფიცირებული ქალბატონი, რომელიც გურიის ე.წ. კლასტერს ეკუთვნის.
საბერიოში კორონავირუსი კიდევ 6 პირს დაუდასტურდა [Vide]
- Tags
- video
სიახლეები
მსოფლიო
უკრაინელებმა რუსეთში, პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს
უკრაინელებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს ინფორმაცია და კადრები Telegram არხებზე ვრცელდება. მათი...
სიახლეები
ოკუპირებულ აფხაზეთში 26 წლის რუსი ტურისტი გოგო წამებით მოკლეს – დაკავებულია გუდაუთის მცხოვრები
ოკუპირებულ აფხაზეთში, 26 წლის რუსი ტურისტი გოგო, ამინა ბიკბოვა მოკლეს. ის გაგრაში მეგობართან ერთად...
სიახლეები
დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს ქორწინება აიძულა
პოლიციამ მარნეულში ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა,...
საზოგადოება
ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...