მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ეთნოსივრცე გაიხსნა

ზუგდიდში ეთნოსივრცე გაიხსნა [Video]

Published on

ზუგდიდის სკეიტ პარკში ეთნოსივრცე გაიხსნა. პროექტის მიზანი ტრადიციული რეწვის მწარმოებელთა ბიზნეს უნარებისა და სარეალიზაციო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, ტრადიციული რეწვის პროდუქციის გაყიდვისა და პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაა. პროექტი მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც.

 „გაეროს განვითარების პროგრამის სახელით, მსურს ყველას მოგესალმოთ. ჩვენი ერთობლივი გაეროს სააგენტოს განვითარების ფარგლებში, რომელიც ხორციელდება მთლიანად მტელს საქართველოში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მხარი დაგვეჭირა საქარველოის რეგიონების ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის. სწორედ ამ მიზნთ, ჩვენ შვეცადეთ. რომ დაგვეფინანსებინა ტრეინინგი და შეგვექმნა იმ ადამინებისთვის, რომლებიც ღეს აქ წარმოადგენენ თავიანთ პროდუქტს ამ ეთნოსოფელში და ზოგადად ხელი შეგვეწყო ამ სივრცის შექმნისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის განსაკუთრებული ადგილი ტურისტებისთვის მაგრამ აქ არ იყო არანაირი სივრცე, სადაც ეს არაჩვეულებრივი ადამიანები თავიანთ ნაწარმს გაყიდიდნენ და მე ძალიან მიხარია. თვითონ დავათვალიერე ნახევარი ჯერ ამ ფარდულებისა და უკვე ძალიან ბევრი რამე ვიყიდე. ვფიქრობ, პრონციპში ვარ ტიპიური ტურისტი, რომელსაც უჩნდება ასეთი სურვილები და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ხელს შეუწყობს დასაქმებას. ადამიანები უკეთ იგრძნობენ თავს თავიანთ რეგიონში. ექნებათ სურვილი დარჩნენ იქ, იცხოვრონ და ხელი შეუწყონ მის განვითარებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდი წარმატებით დაგვირგვინდება.“- განაცხადა ლუიზა ვიტონმა

პროექტის განხორციელება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიცირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხდება.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...