მთავარისიახლეებისაზოგადოებაკონტრაბანდის ბრალდებით დაკავებული წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე ბრალს არ აღიარებს

კონტრაბანდის ბრალდებით დაკავებული წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე ბრალს არ აღიარებს [Video]

Published on

კონტრაბანდის ბრალდებით  დაკავებული წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია დუმილის უფლებას იყენებს და წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდართან კავშირს უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ ნამქანა ნამდვილად სამსახურის იყო, თუმცა ათხოვა პირს, რომელიც პოლიციამ მასთან ერთად დააკავა.ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც მედიაში გავრცელდა, თემურ ღვინჯილიასთან ერთად ამ საქმეში ფიგურირებს დავით კუკავა, რომელიც საკრებულოს მაჟორიტარი  წევრია ფახულანიდან, თუმცა კუკავა ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ მას ამ საქმესთან კავშირი არა აქვს და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.თემურ ღვინჯილიას დაკავების ოპერატიული ღონისძიებები ერთობლივად ჩაატარეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება. თემურ ღვინჯილიას დაკავების ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. 

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...