ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. 19 ნოემბერს, კაცმა აფეთქების შედეგად სხეულის 87%-იანი დამწვრობა მიიღო. ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. აფეთქება სწორედ ილია ისაევის ბინაში მოხდა. ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად სადარბაზო 19 ნოემბერს, დილით ჩამოინგრა. აფეთქება კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა. მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
წყარო: ფორმულა