“მე რა, მისთვის ჩემოდანი ვარ, რომ ჩამსვას თვითმფრინავში და გამაფრინოს? ეს არასერიოზული საუბარია“, – ასე გამოეხმაურა ზელენსკი ლუკაშენკოს განცხადებას.ზელენსკის განცხადებით, ომის პირობებში პუტინთან შეხვედრა მოსკოვში, შეუძლებელია.ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის ზელენსკისთან ერთად ჩაფრინდეს მოსკოვში პუტინთან მოსალაპარაკებლად და მისი უსაფრთხოების გარანტი გახდეს. ამის შესახებ მან ფრანგულ გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში ისაუბრა:”მე და ვოლოდია ზელენსკის შეგვიძლია თვითმფრინავში ჩავსხდეთ და მოსკოვში გავფრინდეთ. მხოლოდ ჩვენ ორნი. მე, როგორც მისი უსაფრთხოების გარანტი, მასთან ერთად შემიძლია თვითმფრინავში ჩავჯდე და მოსკოვში გავფრინდე“ – განაცხადა ლუკაშენკომ