მთავარისიახლეებისაზოგადოებაბედის ანაბარად მიტოვებული ქართველების ყოფა ოკუპირებულ აფხაზეთში

ბედის ანაბარად მიტოვებული ქართველების ყოფა ოკუპირებულ აფხაზეთში [Video]

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთთან ერთადერთი დამაკავშირებელი ენგურის ხიდი 27 თებერვლიდან ჩაკეტილია. ამ ხნის მანძილზე აფხაზეთის ე. წ მთავრობის გადაწყვეტილებით ხიდი, მხოლოდ სამჯერ, ისიც ცალმხრივად, რამდენიმე დღით გაიხსნა. ამ ფონზე ბედის ანაბარად დარჩენილი მოსახლეობა დამატებითი სირთულეებისა და გაუსაძლისი პირობების წინაშე აღმოჩნდა. ჩვენი წყაროს განმარტებით, რომელსაც სატელეფონო საშუალებით დავუკავშირდით, ამბობს, რომ ხიდი რამდენიმე თვით არასდროს ჩაკეტილა. ჯანდაცვის კუთხით ოკუპირებულ აფხაზეთში სავალალო მდგომარეობაა და აქედან გამომდინარე, ენგურს გაღმა მცხოვრები მოსახლეობა ძირითადად დანარენ საქართველოსთან ჯანდაცვის უფასო პროგრამებით სარგებლობდა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო. ამის გარდა, წყაროს განმარტებითვე, ხიდის ჩაკეტვით, მძიმე სოციალური ფონი კიდეც უფრო გაუარესდა. ოკუპირებულ აფხაზეთში თვითნებურად დაახლოებით 65 ათასამდე ქართველია დაბრუნებული ე. წ საზღვრის ჩაკეტვით, ისინი აღნიშნული სიტუაციიდან შექმნილ პრობლემებს თავიანთი ძალებით უმკლავდებიან. „და ელოდებიან ადამიანები თვიდან თვემდე, რიცხვიდან რიცხვამდე და ასე უსაშველოდ.. მალე პუმანიტარული კატასტროფის წინაშე ავღმოჩნდებით“, წერს ფეისბუქ გვერდზე გალში მცხოვრები ქალბატონი.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...