შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი რეგიონში ერთ-ერთი უძლიერესი საგანმანათლებლო ცენტრია, რომlის ბაზაზეც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება. წელს აქ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ინტეგრირებულ პროგრამებს დაეუფლონ. ახალი პროგრამები საბაზო განათლების მქონე მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი მიიღონ. პროგრამების შესახებ ვრცლად ისაუბრა განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა შეხვედრაზე, რომელიც უნივერსიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით გაიმართა.წელს უნივერსიტეტი 6 ინტეგრირებული პროფესიულ პროგრამის განხორციელებას დაიწყებს,მომავალში კი ეს რიცხვი გაიზრდება. ასევე პროფესიული სასწავლებლისთვის ცალკე შენობა აშენდება, რომელიც 250 სტუდენტზე იქნება გათლილი
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი წელს 6 ინტეგრირებული პროფესიული პროგრამის განხორციელებას დაიწყებს [Video]
Published on