მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკის რეკონსტრუქციის დადგმის სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკის რეკონსტრუქციის დადგმის სამუშაოები მიმდინარეობს [Video]

Published on

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე, ღვთისმშობლის საფარველის მოზაიკური ხატის დადგმის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ზედამხედველობას   ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე  უწევს, აქვე იმყოფებიან სხვა სასულიერო პირებიც.    არსებული ინფორმაციით,  პირველ  ეტაპზე მოხდება მაკეტის დადგმა, ხოლო შემდეგ მოზაიკა განთავსდება. რაც შეეხება კომენტარს, მეუფე გერასიმემ კომენტარის გაკეთება დღეს მედიასთან არ ისურვა, ხოლო მუნიციპალიტეტის მერმა არ იცის რა თანხა დაიხარჯა მოზაიკისთვის, რადგან მისი თქმით, თანხა ეპარქიამ გამოყო. ღვისმშობლის მოზაიკის დადგმას ზუგდიდელების ნაწილი ეწინააღმდეგება, თუმცა საკრებულომ გადაწყვეტილება მიღო და ამ ადგილზე მოზაიკა განთავსდება.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...