მთავარისიახლეებისაზოგადოებაახალგაზრდობის სააგენტომ „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში ზუგდიდში შეხვედრა გამართა

ახალგაზრდობის სააგენტომ „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში ზუგდიდში შეხვედრა გამართა [Video]

Published on

ახალგაზრდობის სააგენტომ „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში ზუგდიდში შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიმართულების ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგული ნაბიჯები და გეგმიური აქტივობები განიხილეს. ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციების და ახალი თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, რისთვისაც შემუშავებული აქვს სამწლიანი რეფორმა ევროპული სტანდარტებით. ხსენებული რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში, სააგენტო 6 ივლისიდან 10 რეგიონის 11 საპილოტე მუნიციპალიტეტს ეწვევა. მათ შორისაა ზუგდიდი და მესტია.

ახალგაზრდობის სააგენტოს მიზანია ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნა ევროპული მოდელით, რაც გულისხმობს საქართველოში, ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემოს/სფეროს შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ ჩამოყალიბდნენ კონკურენტუნარიან და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ მოქალაქეებად და ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას. ამისთვის სააგენტომ ევროსაბჭოსა და ევროკავშირის რეკომენდაციების ასევე ევროპული განვითარებადი ქვეყნების მოდელის გათვალისწინებით და მოწვეული ექპერტების ჩართულობით შეიმუშავა სამწლიანი რეფორმა ე.წ. „ევროკავშირის მოდელით“ და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...