მთავარისიახლეებისაზოგადოებასვანეთში ხანძრის ერთ კერაზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სვანეთში ხანძრის ერთ კერაზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს [Video]

Published on

სვანეთში სოფელ ხაიშთან დილიდან ისევ განახლდა ხანძრის 4 აქტიური კერიდან მესამე კერის სალიკვიდაციო  სამუშაოები და უკვე 3 კერა ლოკალიზებულია. კერებთან  სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობდა და აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები განხორციელდა. მეოთხე ლოკაციაზე, რომელიც რელიეფურად ყველაზე რთულად მისადგომია, საჰაერო ძალა მუშაობს.  ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სულ 4 ვერტმფრენი და 200 მეხანძრე-მაშველია ჩართული. მესტიაში, სოფელ იდლიანის ტყეში ხანძარი ოთხი დღის წინ გაჩნდა.

შსს- ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით ამ დროისთვის, ადგილზე სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება და გრძელდება აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. სოფლის რწმუნებულის თქმით,ზარალი საკმაოდ დიდია. პირველადი ინფორმაციით დამწვარია 20 ჰექტრამდე ტყის მასივი.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...