მთავარისიახლეებისაზოგადოებამესტიაში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

მესტიაში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება [Video]

Published on

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის გამო, სოფელ იდლიანიდან  რამდენიმე ოჯახმა ბავშვები ტერიტორიიდან გახიზნა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გუშინდელთან შედარებით ვითარება გაუმჯობესებულია და ამ ეტაპზე ევაკუაციის საჭიროება არ დგას. თუმცა, მათი თქმით, მიზეზი რის გამოც ბავშვები ტერიტორიას განარიდეს გახდა ის, რომ ქარის გამო შესაძლოა დაკვამლიანება მოხდეს. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ცეცხლის ქრობის სამუშაოების ძლიერი სიცხე, ქარი და რელიეფი ართულებს. მათივე ცნობით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება. 

ტყის მასივში გაჩენილი ცეცხლის კერების ლიკვიდირებას სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივები ცდილობენ. სამუშაოებში 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკაა ჩართული, მათ შორის,  შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...