მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა - ინფიცირებული ტრაილერის მძღოლია

ზუგდიდში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა – ინფიცირებული ტრაილერის მძღოლია [Video]

Published on

ზუგდიდში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, პაციენტი 60 წლამდე მამაკაცია  შიდა ქართლიდან, რომელიც ზუგდიდში იმყოფებოდა. მამაკაცი  საქართველოში რუსეთიდან ლარსის გამშვები პუნქტის გავლით  30 ივნისს შემოვიდა.  ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, რადგანაც  ის სატვირთო ავტომობილის  მძღოლია, ჩამოსვლისთანავე ჩაუტარდა ანტიგენ-ანტისხეულზე ჯვარედინი ტესტირება, შედეგი იყო უარყოფითი. პაციენტის მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელია.ინფიცირებული პირი რუხის კლინიკაშია მოთავსებული, ასევე მოკვლეულია მისი ორი კონტაქტი. ორივე მათგანი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი. ინფორმაცია გადაცემულია შიდა ქართლის შესაბამის სამსახურებისთვის და ადგილზე  მიმდინარეობს ჩაღრმავებული  კვლევა.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...