მთავარისიახლეებიკონფლიქტებიწუხელ ზუგდიდში, ოკუპირებული ტერიტორიიდან დაჭრილი მამაკაცი გადმოიყვანეს

წუხელ ზუგდიდში, ოკუპირებული ტერიტორიიდან დაჭრილი მამაკაცი გადმოიყვანეს [Video]

Published on

წუხელ გვიან ღამით ადმინისტრაციული საზღვრიდან ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი შუა ხნის მამაკაცი ხ.ბ. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. მას ჭრილობა ბარძაყის არეში აქვს. ერთ-ერთი ვერსიით იგი ფიჩორი-განმუხურის ადმინისტრაციული ხაზიდან ცდილობდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას,რა დროსაც რუსმა სამხედროებმა ესროლეს. ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც “მთავარი არხი” ავრცელებს, მას პარტიზანმა დათო შენგელიამ ესროლა, რომელიც  გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელოში კონტრაბანდული სიგარეტის ბიზნესს კურირებს და შავ სამყაროსთან დაახლოებული პირია. სწორედ ამავე ბიზნესშია ჩართული თავად დაჭრილიც და სავარაუდოდ, კონფლიქტიც ბიზნესს უკავშირდება. “მთავარი არხის” ინფორმაციით. საქმის გარჩევა სიგარეტის კონტრაბანდას უკავშირდება, რომელსაც აფხაზეთსა და სამეგრელოში კრიმინალური ავტორიტეტები აკონტროლებენ. მათი დავალების შემსრულებელი ერთ-ერთი ვერსიით დავით შენგელიაა, ხოლო მეორე ვერსიით, პირიქით, სწორედ შენგელია და მისი წრე წარმოადგენენ დაზარალებულ მხარეს.

ბულისკირია ახლა ქუთაისის სავადმყოფოშია გადაყვანილი, მომხდარზე კამერასთან საუბარი კი არ სურს. თუმცა, პირად საუბარში ყვება, რომ საოკუპაციო ხაზთან რუსმა მესაზღვრეებმა შეამჩნიეს, თუ როგორ ცდილობდა არალეგალურად საზღვრის გადაკვეთას და სამეგრელოში გადასვლას. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ესროლეს. მომხდარზე არ საუბრობს მისი ოჯახიც.

სამეგრელოში გახშირებული კრიმინალის და კონტრაბანდის ფაქტები სავარაუდოდ სწორედ ხელისუფლების მფარველობით ხდება. რეკეტიროები და კრიმინალური დაჯგუფებები მმართველი გუნდისგან მფარველობას და გარანტიებს ხელისუფლების დახმარების სანაცვლოდ იღებენ. 

მედიკოსების თქმით,მას ჭრილობა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დაუმუშავეს,ხოლო წუხელვე მისი გადაუვანა კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისის საავადმყოფოში უზრუნველყო.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...