მთავარისიახლეებისამართალიგიორგი რურუა სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა

გიორგი რურუა სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა

Published on

მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა.

დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა კერძო კომპანიის წარმომადგენელი, რომლის შენობის კამერასაც უნდა დაეფიქსირებინა გიორგი რურუას დაკავება ვაკის სასაფლაოსთან. ადვოკატის თქმით, დღევანდელი მოწმის დაკითხვამ დაადასტურა, რომ არსებობდა ვიდეოკამერა რომელიც უყურებდა დაკავების პროცესს და გამოჩნდებოდა იქ რომ არ ჩატარებულა გიორგი რურუას ჩხრეკა. პოლიციამ შეარჩია და ამოიღო ის ჩანაწერი, სადაც ეს არ ჩანდა. დაცვის მხარეს ეს გარემოება მიაჩნდა გათავისუფლების შუამდგომლობის საფუძვლად. ისინი ითხოვდნენ გირაოს პატიმრობის ნაცვლად.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძების შესაცვლელად, არ არსებობს ახალი გარემოება და ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის მიზნებს.

პარალელურად, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, რასაც ოპოზიცია არ ესწრება – ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ, რაც 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია. როგორც ცნობილია ოპოზიციისთვის გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი პრინციპულია. მათი მტკიცებით, ეს 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო და რურუას გათავისუფლების გარეშე კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

სიახლეები

აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – POG-მა ბრალდება 4 პირს წარუდგინა

პროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის...

ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებაში მონაწილე 15 პირი დაასანქცირა

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს სანქციები დაუწესა 15 ინდივიდსა და კიდევ ერთ სუბიექტს, რომლებიც...

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს და კახა...

დიდი ბრიტანეთი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებით შეშფოთებულია – სტივენ დაუთი

საქართველოსთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პოზიცია უცვლელია - ლონდონი კვლავ აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და...