მთავარისიახლეებისაზოგადოებადავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული - ადვოკატი

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

Published on

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი პატიმრობაში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. უფლებადამცველის თქმით, მას მძიმე დაზიანებები აღენიშნება: ჩამტვრეული აქვს სახის ძვლები;მოტეხილი აქვს ოთხი ნეკნი; თავის ქალაზე ფიქსირდება სისხლნაჟღენთები. თავდასხმა და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებიადვოკატის განცხადებით, ფეიქრიშვილს ფიზიკურად 16 ოქტომბერს, საღამოს საათებში გაუსწორდნენ. როგორც ირკვევა, მას საკანში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები — ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი (ასევე გოცირიძე და კაჭარავა) შეუსახლეს. პაატა გოგიაშვილის თქმით, ძალადობის მიზანი მობილური ტელეფონების iCloud-ის კოდების მოპოვებაა. თავდამსხმელები ფეიქრიშვილებისგან იმ ინფორმაციის მიღებას ცდილობენ, რომლის გახსნასაც გამოძიება ვერ ახერხებს. ვენების გადაჭრის ფაქტები და მდგომარეობა კლინიკაშიგავრცელებული ინფორმაციით, ძალადობის ფონზე, მდგომარეობამ უკიდურეს კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ადვოკატის ცნობით, ძმის გადარჩენის მიზნით, ვენები ჯერ გიორგი ფეიქრიშვილმა გადაიჭრა, მოგვიანებით კი — თვითდაზიანება თავადაც მიაყენა დავით ფეიქრიშვილმა. გუშინ საღამოს დავით ფეიქრიშვილი „ვივა მედში“ იყო გადაყვანილი, თუმცა ამჟამად ისევ დაწესებულებაში რჩება, ვინაიდან ვენები აქვს გადაჭრილი და ადმინისტრაციისგან უსაფრთხო იზოლირებულ საკანში გადაყვანასა და ძმასთან შეხვედრას ითხოვს. საქმის კონტექსტიდაკავებულები: 40 წლის ტყუპები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები, ასევე მათი პირადი მცველი ალექსანდრე ჩაფოძე 22 სექტემბერს დააკავეს. ბრალდება: გიორგი ფეიქრიშვილს გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ედავება (ბიზნესმენ რატი გურგენიშვილის ეპიზოდზე), ხოლო დავით ფეიქრიშვილსა და ალექსანდრე ჩაფოძეს ჯგუფურ ხულიგნობას ედავებიან (რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს). ე.წ. ავტორიტეტების დაკავება: ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი სამართალდამცველებმა 15 ოქტომბერს, რესტორანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დააკავეს.

სიახლეები

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...

“ოცნებამ” ევროსასამართლოში კიდევ ერთი საქმე წააგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული გელა ჭიღლაძის საქმეზე გადაწყვეტილება...

მარნეულის მერის ძალადობაში ბრალდებული ძმა სახლშია

მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, უკვე სახლში...