მთავარისიახლეებისაზოგადოებამათი დღეები დათვლილია! - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა და „გაცვეთილი სახეების“ შენარჩუნება, რადგან მათთან ბრძოლა არჩევნებზე მარტივია, თუმცა მთავარი პრიორიტეტი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებია.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის შეტანისას ხელისუფლება არა საკუთარი პარტიული სარგებლით, არამედ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების აუცილებლობით ხელმძღვანელობდა.

„სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება უფრო საინტერესო ყოფილიყო არსებული სპექტრის შენარჩუნება – ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების მოგება. ყოველ ჯერზე ძალიან მარტივად ვამარცხებთ ამ რადიკალურ გაერთიანებულ ოპოზიციურ ძალას, ე.წ. ოპოზიციას, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა.

თუმცა აქ არ არის მთავარი ჩვენი სუბიექტური ინტერესები, მთავარია ის, რომ ქართველი ხალხის ინტერესებშია პოლიტიკური და დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება. შესაბამისად, როდესაც სარჩელი წარვადგინეთ, ამოვდიოდით არა ჩვენი სუბიექტური, არამედ ქართული საზოგადოებისა და ქვეყნის ობიექტური ინტერესებიდან“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ, 21 ოქტომბერს იწყებს.

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...

“ოცნებამ” ევროსასამართლოში კიდევ ერთი საქმე წააგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული გელა ჭიღლაძის საქმეზე გადაწყვეტილება...