მთავარისიახლეებისაზოგადოებაახალაბასთუმანში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ახალაბასთუმანში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა [Video]

Published on

ხმაური და დაპირისპირება იყო სოფელ ახალ აბასთუმანში, სადაც  მოსახლეობამ აქცია გამართა. მათ პროტესტის ნიშნად  გზა გადაკეტეს და მანქანებს არ აძლევდნენ გავლის საშუალებას, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა . აქციის მონაწილეების თქმით, სოფელში არსებულმა ინერტული მასალების კარიერაზე მომუშავე მძიმეწონიანმა მანქანებმა სოფლის გზა გაანადგურეს. ამასთან მაშინ, როცა გაზიფიცირების სამუშაოები ხორციელდებოდა, სავალი გზის ნაწილი სამშენებლო კომპანიამ გადათხარა და ისე დატოვა. ადგილობრივების თქმით, მზიან ამინდში საშინელი მტვერი  დგება, სარეცხსაც ვერ ფენენ და თვითონაც ვერ გადიან. ამასთანავე მტვერი სახლებში შედის.  მათივე  თქმით, ეს პრობლემა უკვე წლებია აწუხებთ.

სოფლის გამგებელს,  რომელიც ადგილზე რამდენიმე წუთით მივიდა, კონკრეტული პასუხი აღნიშნულ საკითხზე არა აქვს.

 მოსახლეობის თქმით, ბევრჯერ მიმართეს  ადგილობრივ ხელისუფლებას,   დაპირებები, არის თუმცა დღემდე არაფერი გაკეთებულა და თუ ეს ასე  გაგრძელდება,  ისინი ამბობენ, რომ  პროტესტის მკაცრ  ფორმებს  მიმართავენ.

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...