მთავარისიახლეებისაზოგადოებაიუსტიციის სახლთნ რიგებია - მოქალაქეები პრეტენზიებს გამოთქვამენ

იუსტიციის სახლთნ რიგებია – მოქალაქეები პრეტენზიებს გამოთქვამენ [Video]

Published on

ზუგდიდის იუსტიციის სახლთან იმ მოქალაქეებს, რომელთაც დოკუმენტაციის მოგვარება სურთ საათობით უწევთ რიგში დგომა. მოქალაქეების თქმით,  ხუთი ნოტარიუსის ნაცვლად  ერთი მუშაობს, რის გამოც საგანგებო სიტუაციების დროს საბუთების მოწესრიგებას ვერ ახერხებენ, ახლა  კი მსურველთა რაოდენობამ მოიმატა, ამიტომაც ნოტარიუსების შეზღუდული რაოდენობა, მსურველთა გაზრდილ ნაკადს  ვერ უმკლავდება. ამასთანავე მათი თქმით, შეცდომები თავად იუსტიციის სახლის ვებ გვერდზეც ფიქსირდება.

იუსტიციის სახლის ფილიალებში სერვისების მისაღებად საჭირო დაჯავშნის ელექტრონული სისტემა პანდემიის გამო ამოქმედდა. განსხვავებული წესი მოქმედებს 70 წლისა და მეტი ასაკის პირებისთვის, ასევე, მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლია. ისინი მთელ რიგ სერვისებზე განაცხადის გაკეთებას (მათ შორის, როცა პირველად იღებენ დოკუმენტს) სახლიდან გაუსვლელად  შეძლებენ, მათ შორის ისეთ მოთხოვნად სერვისებზე, როგორებიცაა: პირადობის მოწმობა, პასპორტი, ქონების რეგისტრაცია და სხვა, ამისათვის მოქალაქემ უნდა დარეკოს იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე 2 405-405 და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ეკიპირებული სააგენტოს თანამშრომლები განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად დაინტერესებულ პირს 10 დღის ვადაში მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ. აღნიშნული კატეგორიის პირებისთვის ეს მომსახურება უფასოა, მზა დოკუმენტს კი, მოქალაქეები ფოსტით მიიღებენ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...