მთავარისიახლეებისაზოგადოებაანაკლიის გაჩერებული პროექტები და ობიექტები, რომლებიც არასწორ ადგილას შენდება

ანაკლიის გაჩერებული პროექტები და ობიექტები, რომლებიც არასწორ ადგილას შენდება [Video]

Published on

ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან დათა შელია საკურორტო ზონაში შეჩერებულ პროექტებზე საუბრობს. საკრებულოს დეპუტატი პრობლემას ხელისუფლების  მხრიდან მოსახლეობის აზრის გაუთვალისწინებლობასა და ობიექტების არასწორ ადგილზე მშენებლობაში ხედავს, მისი თქმით, ბაღი, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად შენდება და 100  ბავშვზეა გათვლილი, არარეკრეაციულ ზონაში შენდება.კიდევ ერთი ობიექტი, რომელიც დათა შელიას თქმით, მოსახლეობის აზრის გაუთვალისწინებლად აშენდა, სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობაა. ადგილობრივებმა მშენებლობის საწინააღმდეგოდ აქცია რამდენჯერმე გამართეს, თუმცა, უშედეგოდ. დეპუტატი ამბობს, რომ სახანძროს შენობაში  უფრო უპრიანი იქნება, თუ სპორტ-კომპლექსი და ამბულატორია  განთავსდება, ხოლო სახანძრო სამსახურისთვის შნობა სხვა ადგილზე აშნდება

ეს არაშენდაა, სახელი ადგილობრივებმა ობიექტს, სადაც სასტუმრო უნდა აშენებულიყო, იმის გამო შეარქვეს, რომ წლებია ობიექტი დაუსრულებელი და ასე გამოიყურება. დათა  შე ლიას თქმით, პრობლემა ხელისუფლების მხრიდან ანაკლიისადმი არასათანადო ყურადღებაა. წინა ხელისუფლების დროს დაწყებული პროექტების შეჩერების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად  ის  ხელისუფლების არაკონსტრუქციულობას ასახელებს.

ანაკლიელები ამბობენ, რომ ტურისტების რაოდენობა  აქ ყოველწლიურად იკლებს. ისინი შიშობენ, რომ პანდემიის შემდეგ აქ დამსვენებლი აღრ ჩამოვა და სეზონი ჩავარდება.

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...