მთავარისიახლეებისაზოგადოებაპირბადის საჭიროება და მისი მოხმარების წესები

პირბადის საჭიროება და მისი მოხმარების წესები [Video]

Published on

პანდემიის პერიოდში დღის წესრიგი თითქმის ყველასთვის შეიცვალა, რის შედეგადაც  ახალი რეგულაციები, წესები  და გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. ერთ-ერთი ასეთი წესი  ვირუსისგან დამცავი ნიღებების ტარება გახლავთ.  მანადმე თუ  პირბადეებს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ვიყენებდით,  დღეს მისი ტარება თითოეული ჩვენთაგანისთვის  სავალდებულო გახდა. თავიდან ამ საკითხს ზოგი სკეპტიკურადაც  უდგებოდა, თუმცა ნელ-ნელა მივედით იმ დასკვნამდე, რომ პირბადის ტარება უკვე აუცილებლობას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ პირბადის გამოყენებასაც აქვს თვისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. როგორც ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაციის ექიმი, ცირა ქაძანაია ჩვენთან საუბარში აცხადებს, ვინაიდან ვირუსი არსად წასულა და, ჯერჯერობით, კორონა ვირუსის  საწინააღმდეგო არც ვაქცინა და მედიკამენტები არ არსებობს, ხელაღებით ყველა აკრძალვაზე უარის თქმა არ შეიძლება.

პირბადის დანიშნულება ბაქტერიებისგან ორგანიზმის დაცვაა, თუმცა პირბადის არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა, დაავადების რისკი შემცირების ნაცვლად გაზარდოს, ამბობს ექიმი. მისივე თქმით, პირბადე დღეში რამდენჯერმე უნდა გამოვიცვალოთ და  აუცილებელია ყველას გვახსოვდეს, რომ ერთჯერადი ნიღბის გამოყენების ვადა 1-2 საათია. რაც შეეხება მრავალჯერადი მოხმარების პირბადეს, რომელიც ხშირ შემთხვევაში წესების დარღვევით იკერება, მისი მოხმარება სასურველი არ არის. სააფთიაქო ქსელში ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ წინა თვეებისგან განსხვავებით, როცა ამ მხრივ მოსახლეობა პანიკამ მოიცვა, პირბადეების დეფიციტი ამჟამად არ არის, ასევე მყიდველების მხრიდან პირბადეების შეძენაზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება.

მოსახლეობის უმეტესობისთვის პირბადის შეძენა პრობლემას წარმოადგენს, რადგანაც მისი ღირებულება ერთ ლარია და როცა დღეში სამჯერ მაინც უნდა გამოვცვალოთ პირბადე და ამის გარდა, საჭიროა სხვა სახის სადეზინფექციო საშუალებები, მოსახლეობა ამბობს, რომ საამისოდ თვეში დაახლოებით 50 ლარზე მეტი ეხარჯებათ.

პანდემიის პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის საკითხი სულ უფრო აქტუალური გახდა და ასევე ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ  პირბადის გამოყენება და ხელების ხშირი დაბანა,  ვირუსის შეყრის რისკს 50%-დან  60%-მდე  ამცირებს.

ცნობისთვის, პარლამენტმა პირბადის ტარების წესის შესახებ კანონპროექტი რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. აქედან გამომდინარე, პანდემიის დროს  პირი, რომელიც დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესს დაარღვევს, 20 ლარით დაჯარიმდება, მფლობელზე ჯარიმა 500 ლარს შეადგენს. აღნიშნული ჯარიმებია დაწესებული საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ტაქსით მგზავრობის დროსაც, წესის დამრღვევი 20 ლარით დაჯარიმდება. 

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...