მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჩემს მისვლას ვერ ეღირსებიან'' - კიდევ ერთი განცხადება, რომლითაც დავით ნარმანია,...

,,ჩემს მისვლას ვერ ეღირსებიან” – კიდევ ერთი განცხადება, რომლითაც დავით ნარმანია, ოპოზიციონერ დეპუტატთა შეფასებით, ეს უკვე მერამდენედ ისამარებს თავს

Published on

”თბილისის მერი უნდა მობრძანებულიყო. მან სრულიად აღმაშფოთებელი განცხადება გააკეთა, რომელიც არის ამომრჩევლის შეურაცხყოფა და თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, თავისი თავის შეურაცხყოფა. ნარმანიამ თქვა, რომ ვერ ეღირსებიან ჩემს მისვლასო, თუმცა ამას კანონი ავალდებულებს. ამით მან კიდევ ერთი მუჭა მიწა მიაყარა თავის პოლიტიკურ მომავალს და კიდევ ერთხელ დაისამარა თავი ასეთი პასუხებით”, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ მას შემდეგ, რაც  დავით ნარმანიამ უარი განაცხადა მისულიყო  თბილისის საკრებულოში ოპოზიციონერ დეპუტატებთან   შეხვედრაზე. 
 
შეხვედრა მერის გარეშე დაიწყო და ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ოპოზიციონერი დეპუტატები  უსმენენ მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსს ბადრი გიორგაძეს, რომელიც განმარტებებს აკეთებს   სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის ქონების გადაცემის საკითხზე.
 
”ჩვენ ვთხოვეთ მერიის წარმომადგენელს მოსვლა იმისთვის, რომ მასთან გაგვერკვია არის თუ არა საქმის კურსში ნაზღაიძისთვის უკანონოდ გადაცემული ქონების თაობაზე, აპირებს თუ არა ის ამ საკითხის შესწავლას. ვაპირებთ ავუხსნათ ის კანონდარღვევები, რომლებიც მოხდა ფაქტის გარშემო. ჩვენ მოვუწოდებთ მას, რომ საფუძვლიანად შეისწავლოს ეს საკითხები. ამასთან, წინასწარ გადავუგზავნეთ დოკუმენტაცია, რომელიც ასახავდა ამ თემის გარშემო არსებულ ყველა უკანონობას. ყველანაირ სამართლებრივ გზას გავივლით ამ გადაწყვეტილების უკანონობის დასამტკიცებლად”, – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა სევდია უგრეხელიძემ. 
 
 როგორც ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატებმა განუცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე  ასევე ისაუბრებენ დედაქალაქის საკრებულოში მისვლის თაობაზე თბილისის მერის უართან დაკავშირებით. 
ისინი აცხადებენ, თბილისის მერმა საკრებულოში მისვლაზე უარის თქმით და გაკეთებული განცხადებებით შეურაცხყოფა მიაყენა ამომრჩევლებს.

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...