მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელოში ლურჯი მოცვის კრეფა აქტიურ ფაზაში შედის - სად შეძლებენ რეალიზებას ფერმერები...

სამეგრელოში ლურჯი მოცვის კრეფა აქტიურ ფაზაში შედის – სად შეძლებენ რეალიზებას ფერმერები [Video]

Published on

სამეგრელოში ლურჯი მოცვის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. გაშლილ პლანტაციაში მკრეფავები საათობრივი დატვირთვით მუშაობენ. ლურჯი მოცვის გაშენება საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. სამეგრელო ამ მიმართულებით სერიოზულ ნაბიჯებს დგამს. მარტო ზუგდიდის რაიონში ლურჯი მოცვის პლანტაციების საერთო ფართობი უკვე 120 ჰექტარს აჭარბებს. აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, ტრენერი დემეტრე ლიპარტია ამბობს, რომ ლურჯ მოცვზე მოთხოვნაა როგოგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზრებზე და ფასებიც საკმაოდ მაღალია. სპეციალისტების განმარტებით, ლურჯი მოცვი ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი წყაროც შეიძლება, გახდეს. მისი გაშენება საკმაოდ ფინანსურ ძალებს მოითხოვს, თუმცა მიღებული მოგებაც სოლიდურია. ქართველი ფერმერები პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანას გეგმავენ. ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთში ლურჯ მოცვზე მზარდი მოთხოვნაა, ეს პროდუქტი ევროკავშირში დეფიციტურია და, ამავე დროს, მაღალი საბაზრო ფასით გამოირჩევა. მაგალითად, ევროკავშირის ბაზარზე გაუყინავი 1კგ. ლურჯი მოცვის საბაზრო ფასი 15-20 ევროა, იმ შემთხვევში თუ პროდუქტი ბიოლოგიურია, მაშინ მისი ფასი 22 დან 24 ევროს ფარგლებში მერყეობს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...