მთავარისიახლეებისაზოგადოებასად მიდის ხალხისთვის გამოყოფილი დახმარება და რატომ ვერ ხვდებიან სოციალურად დაუცველები ვერც...

სად მიდის ხალხისთვის გამოყოფილი დახმარება და რატომ ვერ ხვდებიან სოციალურად დაუცველები ვერც ერთ პაკეტში [Video]

Published on

საქართველოს მთავრობის მიერ გამოაქვეყნებულმა ანტიკრიზისულმა გეგმამ სახელმწიფოს დახმარების მიღმა ბევრი ისეთი ჯგუფი დატოვა, რომლებსაც კრიზისმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა და ფაქტიურად შიმშილისთვის  გაიმეტა. ზუგდიდელი 80 წლის ეთერ ჭკადუას სახელმწიფოს დახმარება ამ დრომდე არ მიუღია, მარტოხელა მოხუცი მეზობლების დახმარების იმედადაა დარჩენილი, მისი ერთი დღის ულუფა მათან მიწოდებული ერთი თეფში ღომი და ერთი ჭიქა მაწონია.

ეთერ ჭკადუა ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვს, ავადმყოფი მოხუცის თქმით, საკვები მხოლოდ სააღდგომოდ მიუტანეს და მას მერე მისი ყოფით არავინ დაინტერესებულა. უმძიმეს პირობებში მცხოვრები ხანდაზმული ქალი წლებია ერთ ოთახს ითხოვს.

ხელისუფლებისგან მიტოვებულად თვლის თავს 82 წლის ვასილ თორდიაც. მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამბობს, რომ მისი არსებობა ყველამ დაივიწყა და არც პანდემიის დროს გახსენებიათ. მისი თქმით, არც ერთი თეთრი სახელმწიფოსგან დახმარება პანდემიის დროს არ მიუღია, მისი მთელი დღის საკვები მეზობლებისგან გამოგზავნილი ტყემალი და ღომია. პენსიით მხოლოდ პურის ყიდვას ახერხებს, გაძვირებულ წამლების შეძენას კი ვეღარ.

შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა შექმნილ  ეკონომიკურ კრიზისში ხელისუფლების ბრალეულობას ხედავს და მთავრობისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

ზედაეწერის გამგებელი ირაკლი თორდია ამბობს, რომ ინფორმაცია არის ტყული და ეს ადამიანები ცრუობენ.

გაუგებარია, სად მიდის დახმარებისთვის გამოყოფილი თანხები და რატომ ვერ ხვდებიან სოციალურად დაუცველი, უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები ვერც ერთ პაკეტში

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...