მთავარისიახლეებისაზოგადოება"Hugo 's Taverne" - ქართულ-გერმანული სინთეზით კულინარიული ბუმის ეპოქაში სტუმრების გაოცებას დღემდე...

“Hugo ‘s Taverne” – ქართულ-გერმანული სინთეზით კულინარიული ბუმის ეპოქაში სტუმრების გაოცებას დღემდე ახერხებს [Video]

Published on

მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო ყველა სახის კვების ობიექტი დაიხურა, ზუგდიდში ცნობილმა  ევროპულმა  რესტორანმა  ჰუგოს ტავერნამაც შეაჩერა მუშაობა. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ  რესტორანი   სტუმრებს უკვე ამოქმედებული რეგულაციების მიხედვით  უმასპინძლდება. ევროპული სამზარეულოთი ცნობილი ტავერნა ახალ მენიუზე მუშაობას იწყებს და სტუმრებს ადგილზე დამზადებულ, სხვადასხვა არომატის ლორს შესთავაზებს. ყველაზე მყუდრო, ესთეტიკური გარემო გურმანებისთვის, სადაც ტკბილეულიც განსხვავებული აქვთ, რესტორანში მზადდება ცნობილი იტალიურ შოკოლადები, რომელიც განსაკუთრებული გემოვნობით გამოირჩევა. რესტორნის მენეჯერი მანანა ტრენკლე ამბობს, რომ პანდემიის შემდეგ ქართველი მომხმარებლების რაოდენობამ იკლო, რასაც ეკონომიკურ სტაგნაციას უკავშირებს. პანდემიისას შემოღებული მკაცრი რეგულაციების დაცვა ყველა კაფე-რესტორანსა და სასტუმროს მოუწევს, თუმცა, როგორც ქალბატონი მანანა ამბობს, ბევრი ამ რეგულაციებისა და  და სტუმრების სიმცირის გამო შეიძლება დაიხუროს კიდეც

სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას ელოდება, თუმცა, ეს იმდენად მიზერულია, რომ რესტორნის მენეჯერის თქმით, დოკუმენტაციის შევსებად არ ღირდა.

მოახერხა ის, რომ თანამშრომლები შეინარჩუნა და პანდემიის დროს ყველა ის პროდუქტი, რომელიც მარაგში ჰქონდათ,  მათ დაურიგა.

ახლა აქ ყველაზე გემრიელი პური ცხვება, გერმანული ბრეტცელები განსხვავებული არომატით, რომელიც ყველა ასაკის სტუმარს ერთნაირად უყვარს.

რესტორანში  ყველაზე მოთხოვნადი კერძებიც არსებობს.

პანდემიის შემდეგ ფასები არ გაუძვირებიათ, ქალბატონი მანანას თქმით, ძველ ფასებს მანამდე შინარჩუნებენ, სანამ პროდუქტზე ფასები ამ ნიშნულით შნარჩუნდება.

აქ ყველაზე მეტად ხარისხს ენდობიან, მომხმარებელმა იცის, რომ ყველა ის პროდუქცია, რომლის ადგილზე დამზადება შეიძლება, აქვე მზადდება.

 „ოდიშის“ გადამღებ ჯგუფს ყველაზე პოპულარული ჩინური კერძის დამზადების ტექნოლოგია გაუმხილეს და სამზარელოში ამ პროცესსაც დავესწარით

კერძიც მზადაა, ჰუგოს ტავერნა მესამე წელია სტუმრებს ორიგინალური გემოვნობით გამორჩეულ კერძებს და ხარისხიან პროდუქციას სთავაზობს. ალკოჰოლურ და უალოჰოლო სასმელებსაც წლებია ადგილზე ამზადებენ, მანანა და იოჰან ტრენკლეები ქართულ-გერმანული სინთეზით კულინარიული ბუმის ეპოქაში სტუმრების გაოცებას დღემდე ახერხებენ.

სიახლეები

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია,...

სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება

დანგრეული სახლები, გახსნილი სასაფლაოები, მიწის უზარმაზარი ნაპრალები - ტყიბულში, სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება. ხალხი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის...