მთავარისიახლეებისაზოგადოება"ფოლკლორის სახლი ზუგდიდი" შიდა ტურიზმის ფარგლებში დღეიდან სტუმრებს მიიღებს

“ფოლკლორის სახლი ზუგდიდი” შიდა ტურიზმის ფარგლებში დღეიდან სტუმრებს მიიღებს [Video]

Published on

ბესო ჭითანავა,  მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია, რომელმაც თავისი ინოვაციური აზროვნება სხვადასხვა სფეროში გამოავლინა, ლოტბარი, მებაღე-დეკორატორი, მქარგველი, მზარეული, დიზაინერი და ა.შ

რადგანაც დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა, გადამღებ ჯგუფთან ერთად ვეწვიეთ „ფოლკლორის სახლ ზუგდიდს“, რომლის არქიტექტურაც, დიზაინი გარე და შიდა ფასადის და მთლიანობაში ყველაფერი, მის მიერ არის მოფიქრებული და განხორციელებული.  ერთ სივცრეში მოთავსებული და შესაბამისად, რამდენიმე სეგმენტად დაყოფილი კუთხეები, უძველესი ნივთებით,  ჩვენს თვალწინ აცოცხლებენ  სამეგრელოს ისტორიას,   ეთნოგრაფიასა  და ძველ კულტურას.  აქ რა თქმა უნდა ყველაზე კარგი მთხრობელი თავად ბესო ჭითანავაა, რომელსაც თითოეული ნივთი განსაკუთრებულად უყვარს და ზოგიერთ მათგანს ხშირად  იყენებს, როგორც თავად ამბობს განსაკუთრებით უცხოელი ტურისტების სტუმრობისას. თუმცა როგორც ცნობილია, პანდემიის გამო,  ტურისტებისთვის საზღვარი დღემდე ჩაკეტილია და სამ თვეზე მეტია ამ ადგილს ტურისტები არ ჰყოლია.    

ჩემთვის ძალიან  საინტერესო აღმოჩნდა მეგრული სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძის, გებჟალიასთვის პიტნიანი სუნელის მომზადება, რომელსაც განსაკუთრებულად გამოკვეთილი არომატი გააჩნია. ბესოს თქმით, გებჟალია მეგრული საუკეთესო კერძია და რძეში გადაზელილ ყველს ნიშნავს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სიტყვა რძე და მზე მეგრულად ერთნაირად გამოითქმის. გებჟალიას ტრადიციულად მრგვალი ფორმა აქვს, თუმცა სხვა ფორმითაც ამზადებენ და ძირითადად ღომთან მიირთმევენ. 

ბესოს თქმით, მარტო ადამიანები არ არიან კარგი მეგობრები, ყველაზე კარგი მეგობრობა პანდემიის პერიოდში მას  მუსიკალურმა ინსტრუმენტებმა გაუწიეს და და სწორედ ამ პერიოდში დაწერა ახალი სიმღერებიც. რაც შეეხება“ ფოლკლორის სახლ ზუგდიდს“ ამ ადგილას ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს, შენობის მთლიანი არქიტექტურა და დიზაინი,  ბესოს ეკუთვნის და იგი საგულდაგულოდ გვიხსნის თუ რა სიახლეები აქვს დაგეგმილი ამ მიმართულებით.

ვისაც აინტერესებს სამეგრელოს ისტორია, ეთნოგრაფია, ფოლკლორი დ მეგრული გემრიელი კერძების დაგემოვნება, „ფოლკლორის სახლი ზუგდიდში“ საამისოდ საუკეთესო  ადგილია, აქ მოხვედრის შემდეგ დადებითი ემოციები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დიდი ხნის განმავლობაში გაგყვებათ.

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...