ბოლო კვირის განმავლობაში, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში პაციენტების მომართვიანობა შემცირებულია – ამის შესახებ საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ქარცივაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში მოთავსებულია 4 კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომლებიც ზუგდიდელი ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან არიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 10 პაციენტიდან 6 ცხელების ნიშნითაა მოთავსებული. რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეს, ბოლო მონაცემებით იქ 41 პირი იმყოფება. რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 23 პირია თვითიზოლაციაში. სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1853 პირზე.
გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში განოიკვლიეს 110 ნიმუში, საიდანაც ყველა უარყოფითია. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.