მთავარისიახლეებისაზოგადოებამცირე მეწარმე ირინა მიქავა ანტიკრიზისული გეგმის დახმარების მოლოდინშია

მცირე მეწარმე ირინა მიქავა ანტიკრიზისული გეგმის დახმარების მოლოდინშია [Video]

Published on

აფხაზეთიდან დევნილი ირინა მიქავა ამ სახელოსნოს 3 წელია ამუშავებს. ხელთნაკეთი ნივთების გაყოდვის იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა მისმა ნაკეთობებით სხვები დაინტერესდნენ და თხოვეს, მათთვის მიეყიდა. თანდათანობით საყვარელი საქმიანობა ოჯახის ძირითადი შემოსავლის წყაროდ აქცია და მცირე ბიზნესი წამოიწყო. აკეთებს ყველაფერს, ძირითადად სახლის დეკორაციებს, აქსესუარებს, სასაჩუქრე ნაკრებს, მუშაობს თემატურ ხაზებზე. პანდემიამ საქმიანობაში ხელი შეუშალა, ვერც ყიდდა და ვერც საჭირო მასალა შეიძინა. ირინა მიქავა ამბობს, რომ სარანტო პროექტი ვერ მოიპოვა და ყველაფერს თავისი ხარჯებით ყიდულობს. იყენებს ნებისმიერ დეტალს . ენგურქაღალკომბინატის დასახლებაში ცხოვრობს, მიმდევრებიც ყავს და განსაკუთრებით ბავშვები ეხმარებიან და სწავლობენ. ირინა ინდმეწარმეა, ამბობს, რომ სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმის 300 ლარიან ერთჯერად დახმარებას ელოდა, თუმცა გზავნილების გამო შეიძლება მის გარეშე დარჩეს. სამომავლოდ დევნილი ბავშვებისთვის სასწავლო ცენტრის გახსნა სურს, თუმცა ჯერჯერობით იდეა დამუშავების პროცესშია. მანამ, სანამ იდეას ხრცს შეასხმას ფართის და ფინანსური პრობლემების მოგვარება მოუწევს

სიახლეები

ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს – პაპუაშვილი “ლელოზე”

“ლელო ძლიერ საქართველოს“ ინიციტივას ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის მოლაპარაკებების დაწყებასწთან დაკავშირებით “ოცნება“ უარით...

სოხუმზე 1993 წლის მარტის მასშტაბური შეტევა – გახსოვდეს შენი ისტორია

სოხუმში მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 1993 წლის 15-16 მარტს, სოხუმზე შეტევის დროს დაღუპულთა...

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა კიდევ ორი არასრულწლოვნის დაკავებას ითხოვს

თემქაზე მოკლული მასწავლებლის დედა კიდევ ორი არასრულწლოვნის დაკავებას ითხოვს. ეკა კუპატაძე ამტკიცებს, რომ სკოლის...

უკრაინელებმა კიევის თავზე ყველა რუსული საჰაერო საფრთხე გაანეიტრალეს

პირველად რუსეთუკრაინის ომის განმავლობაში, უკრაინამ ყველა რუსული საჰაერო საფრთხე გაანეიტრალა. და ეს მაშინ, როცა...