მთავარისიახლეებისაზოგადოებამშობლები პანდემიის გამო დახურული კერძო საბავშვო ბაღების გახსნას ითხოვენ

მშობლები პანდემიის გამო დახურული კერძო საბავშვო ბაღების გახსნას ითხოვენ [Video]

Published on

საქართველოში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები პანდემიის გამო მარტის დასაწყისში დაიხურა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისა და შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად სახელმწიფო ბაღები მუშაობას სექტემბრამდე ვეღარ განაახლებენ. არც ერთი დაწესებულება არ იღებს პასუხისმგებლობას კერძო ბაგა-ბაღების ფუნქციონერების დაწყებაზე. მშობლები, როლებიც უკვე სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ, პრობლემებს აწყდებიან, მათი თქმით, ოჯახში დამხმარე არ ყავთ და კერძო ბაღების გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ.

მაცაცო ჩქვანავა  ერთ-ერთია, ვინც ბავშვი ძიძასთან დატოვა, თუმცა ამბობს, რომ ძიძის აყვანა უფრო მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაც ფინანსურად გაუმართავ ოჯახებს მძიმედ აწვება, ამიტომ ისე, როგორც ათობით მშობელი, ისიც ითხოვს, რომ კერძო ბაღებს ხელისუფლებამ მუშაობის საშუალება უნდა მისცეს.

საკითხის გასარკვევად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას დავუკავშირდით, რადგან კერძო ბაღებზე კონტროლი, როგორც  ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, მათ ფუნქციებში არ შედის. მერიაში კი გვითხრეს, რომ რადგანაც სახელმწიფო ბაღებისთვის შეზღუდვები მოქმედებს,  იგივე პრინციპით იხელმძღვანელებენ კერძო სააღმზრდელო დაწესებულებებთანაც  და ბაღების გახსნის რეკომენდაციას ვერ გასცემენ. არსებული ვითარებიდან გამომდინარე მშობლები გამოსავლის ძიებაში არიან

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...