მთავარისიახლეებისაზოგადოებამებაღე-დეკორატორ ნელი ჯიქიას, რომელიც 20 წელია ოჯახს არჩენს, პანდემიამ პრობლემები შეუქმნა...

მებაღე-დეკორატორ ნელი ჯიქიას, რომელიც 20 წელია ოჯახს არჩენს, პანდემიამ პრობლემები შეუქმნა [Video]

Published on

ულამაზესი წალკოტი მეგობრებთან ერთად შემთხვევით აღმოვაჩინე. ჩვენი ყურადღება უზარმაზარ ტერიტორიაზე გაშენებულმა სხვადასხვა სახეობის მცენარემ მიიპყრო. იქვე მოპირდაპირე მხარეს, ეზოდან შუახნის ქალბატონი შემოგვეგება და როგორც გავარკვიეთ, ნელი ჯიქია-ხუხუა, მებაღე დეკორატორია, რომელიც 20 წელზე მეტია ამ საქმიანობითაა დაკავებული.
მან დაგვათვალიერებინა ბაღი და საგულდაგულოდ აგვიხსნა თუ როგორ უვლის ყინვაგამძლე მდგრად დეკორატიულ ბუჩქებს და ასევე როგორ გამოყავს სათბურებში ჩითილები. ქალბატონი ნელი ძალიან საინტერესო რესპოდენტი აღმოჩნდა და იგი სიუჟეტის გადაღებაზე დავითანხმე.
გარდენია, ოლიანდრა, აიკუბა, ევონიმუსი, ირმის რქა, კოლხური ნეკეჩხალი, ვერცხლისფერი კვიპარისი, კოწახურისა და კალესტემონის ხე და ა.შ – დეკორატიული მარადმწვანე ყინვაგამძლე ბუჩქები მის მიერ ოაზისად ქცეულ ადგილას თითქმის ერთ ჰექტარ ტერიტირიაზეა გაშენებული.
მისი თქმით, დეკორატიული თვისებების გარდა, მათ აქვთ მრავალი სხვა უპირატესობა, იზრდებიან სწრაფად, ხოლო მათ შენარჩუნებასა და მოვლას დიდი დრო არ სჭირდება.
მისივე განმარტებით, განსაკუთრებით საინტერესოა მთელი სეზონის განმავლობაში დეკორატიული ფერის ფოთლების მქონე ჯიშები, ვარდისფერი-წითელი, ნარინჯისფერი-წითელი, ოქროსფერი ან ღია მწვანე.
პანდემიის გამო შექმნილი შეზღუდვებიდან გამომდინარე, იგი მცენარეების გაყიდვას ვერ ახერხებდა, რამაც გარკვეულწილად მის საქმიანობას პრობლემები შეუქმნა.
მათ ვისაც სურს ჰქონდეს ლამაზი და მოვლილი ბაღი, ეწვიეთ ქალბატონი ნელის ოაზისად ქცეულ ადგილს, სადაც მცენარეების ფართო არჩევანი დაგხვდებათ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...