მთავარისიახლეებისაზოგადოებაქეთევან ციხელაშვილმა და ნინო ვიბლიანმა ბავშვთა დაცვის დღე გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში...

ქეთევან ციხელაშვილმა და ნინო ვიბლიანმა ბავშვთა დაცვის დღე გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს მიულოცეს [Video]

Published on

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად, გამყოფ ხაზთან სოფელ ხურჩასა და ორსანტიაში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა. მინისტრმა ოჯახებს 1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა.

საერთო ჯამში რეგიონში სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების კალათები ზუგდიდის, წალენჯიხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ 272 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცემა. პროექტი საფრანგეთის საელჩოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...