მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ ზუგდიდის მერს m²-თან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

ენმ ზუგდიდის მერს m²-თან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს [Video]

Published on

ენმს ზუგდიდის ფრაქციის თავმჯდომარის ანა წითლიძის განცხადებით,  ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას გადაწყვეტილებით, ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორია  გაიყიდა. ოპოზიციის ლიდერმა ზუგდიდის რაიონულ პროკურატირაში აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება შეიტანა და განაცხადა,  რომ ზუგდიდის მერსა და m2 შორის კორუფციული გარიგება შედგა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

წითლიძის ბრალდებებს მერიაში უპასუხეს.  გიორგი შენგელიამ ენმ-ს განცხადებას აბსურდული უწოდა.

2019 წელს ზუგდიდის სკეიტ პარკში მდებარე ყინულის სასახლის ტერიტორია სამშენებლო კომპანია m² – მა 7 270 118 ლარად შეიძინა. სადაც კომპანიას 80 ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბრენდული  სასტუმრო უნდა აეშენებინა, ხოლო მერიას  აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული  შენობა-ნაგებობისა და დანადგარების დემონტაჟი  უნდა  ეზრუნველეყო. ტერიტორიის გასხვისებას საზოგადოების ნაწილი მხარს არ უჭერდა და ამ მოტივით რამდენჯერმე საპროტესტო აქციაც გაიმართა, თუმცა  საკრებულომ ტერიტორია საპრივატიზაციო ნუსხაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე შეიტანა.

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა კიდევ ორი არასრულწლოვნის დაკავებას ითხოვს

თემქაზე მოკლული მასწავლებლის დედა კიდევ ორი არასრულწლოვნის დაკავებას ითხოვს. ეკა კუპატაძე ამტკიცებს, რომ სკოლის...

უკრაინელებმა კიევის თავზე ყველა რუსული საჰაერო საფრთხე გაანეიტრალეს

პირველად რუსეთუკრაინის ომის განმავლობაში, უკრაინამ ყველა რუსული საჰაერო საფრთხე გაანეიტრალა. და ეს მაშინ, როცა...

ირანში სამხედრო მოქმედებებს ისრაელი მინიმუმ, სამი კვირით გააგრძელებს

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პრესსპიკერის თქმით, ისრაელი ირანში სამხედრო მოქმედებების გაგრძელებას, სულ მცირე, სამი კვირით გეგმავს. "წინ ათასობით...

16 მარტის ამინდი საქართველოში, ქალაქების მიხედვით

16 მარტს, საქართველოს უმეტეს რეგიონებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები ზოგან თოვლს, მაღალ მთაში კი...