მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე პეტრეს განცხადებით, დღეს გამოჩნდება, ვრცელდება თუ არა საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა პროკურატურაზე

მეუფე პეტრეს განცხადებით, დღეს გამოჩნდება, ვრცელდება თუ არა საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა პროკურატურაზე

Published on

საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა მივიდა. ის საგამოძიებო უწყებაში ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშრებით დაიკითხება. 
 
უწყებაში შესვლამდე მეუფე პეტრე ცაავამ განცხადება გააკეთა. მეუფე ამბობს, რომ დაკითხვა სავარაუდოდ, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება. 
 
"საჯარო განცხადება რაც გავაკეთე, რაც ხმა აღვიმაღლე უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურას გაუჩნდა შეკითხვები ჩემს მიმართ და მზად ვარ ნებისმიერ წინააღმდეგობას, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, შევხვდე ღირსეულად.
 
არ ვიცი დამისვამენ თვითონ შეკითხვებს, საუბარია, რომ ჩემი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, მაგრამ მე არ ვარ სამართალმცოდნე, მაგრამ მიჩნდება ეჭვი, შეიძება კურიოზულ შემთხვევას წავაწყდეთ, რომ მამა გიორგი მამალაძის ბრალდება გადაკვალიფიცირდეს გაუთქმელობის დარღვევით.
 
არა მგონია დეკანოზის ჩვენებიდან, მე როგორც ვიცი წუხელ გვიან დამთავრდა. ერთი არის ძალიან საინტერესო,“-განაცხადა მეუფე პეტრემ.  
 
მეუფე პეტრე ცაავას განცხადებით, დღეს გამოჩნდება ვრცელდება თუ არა საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა პროკურატურაზე.
 
„ დღეს გამოჩნდება , რამდენად საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა და მისი მფარველი პრორუსული, დამბყრობლური ძალები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ რამდენად მართავენ საქართველოს პროკურატურას,“-აცხადებს მეუფე პეტრე. 
 
მეუფე პეტრემ დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე. მეუფე ამბობს, რომ პროკურატურა ნდობას არ იმსახურებს. 
 
„რა თქმა უდნა მამა გიორგის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისა და სხვა დარღვევებიდან გამომდინარე, რასაც მე ვხედავ პროკურატურა ნდობას არ იმსახურებს,“-აცხადებს მეუფე პეტრე. 
 
მეუფე პეტრე ცაავას დაკითხვაზე დაბარებას, მამა გიორგი მამალაძის მიერ მიცემულ ჩვენებას არ უკავშირებს, დეკანოზის ადვოკატი. 
 
„მეუფე პეტრე არ ყოფილა ჩვენებაში იმ კონტექსტში დასახელებული, რომ მამა გიორგი მამალაძის მიერ მიცემული ჩვენებას გაეხადა მისის დაკითხვა აუცილებელი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოძიებამ ზოგადად ამ თემაზე არ დაკითხოს ის,“-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. 

სიახლეები

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...

ბათუმის აეროპორტში ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში...