მთავარისიახლეებისაზოგადოებადედისგან დანატოვარი რეცეპტით გაკეთებული საპონი, რომელსაც უებარი სამკურნალო თვისებები გააჩნია

დედისგან დანატოვარი რეცეპტით გაკეთებული საპონი, რომელსაც უებარი სამკურნალო თვისებები გააჩნია [Video]

Published on

ნახშირის, თიხის, ყავის სკრაბი და პიტნა +სპირულინა- ამ სახელწოდებით ამზადებს ნატურალური მცენარეული ნაყენებისაგან და ეთერზეთებისგან სამკურნალო თვისებების მქონე საპონებს მაკა ახალაია. პანდემიის დროს სახლში ყოფნისას მას გაუჩნდა იდეა, რომ ეცადა თავისი ფარმაცევტული მეთოდებით სხვადასხვა სახის კანისთვის საპონები დაემზადებინა.
შემდეგ, როცა უკვე ნახა, მის მიერ დამზადებულმა საპონებმა როგორ დაიმსახურა მოწონება ახლობლებში, გადაწყვიტა ამ ყველაფრისთვის უფრო მასშტაბური სახე მიეცა და გასაყიდადაც გაამზადა, ულამაზესი შეფუთვებით.
მისი თქმით, დედისგან სამახსოვროდ დატოვებულ რეცეპტების რვეულს ამ დრომდე საგულდაგულოდ ინახავდა, რაც ამ შემთხვევაში ძალიან გამოადგა.
შვილმა, მზიკო ჩიქოვანმა დედის შრომას უკვე მარკეტინგული სახე მისცა და ფეისბუქ გვერდი გახსნა, სადაც საპონები სურათებითა და ანოტაციებით განათავსა.
გადაღების პროცესში მყიდველიც მოვიდა, რომელიც ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს თუ როგორ მოუხდა მის სახის კანს მაკას მიერ დამზადებული ნახშირის საპონი.
რადგანაც მცირე დროის განმავლობაში ბევრი მსურველი და მყიდველი გამოუჩნდა, მაკა უკვე ფიქრობს სამომავლოდ საპონების ბრენდირებაზე. გარდა ამისა, სხვადასხვა ტიპის თმისთვის შამპუნების დამზადებასაც გეგმავს.

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...