მთავარისიახლეებიკონფლიქტებიქეთევან ციხელაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როზარია პულისის კორონავირუსის პანდემიის ფონზე ოკუპირებულ...

ქეთევან ციხელაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როზარია პულისის კორონავირუსის პანდემიის ფონზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა [Video]

Published on

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როზარია პულისის შეხვდა. ვიდეო შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორონავირუსის პანდემიის ფონზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, საოკუპაციო ხაზთან ბორდერიზაციის პროცესებსა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, იმ გამოწვევებსა და სირთულეებს, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას ყოველდღიურად ექმნება.  ხაზი გაესვა, რუსეთის მხრიდან კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციის იმ ახალ ეპიზოდებს, რომელიც უკვე კვირების განმავლობაში მიდის ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ.

„დღეს მქონდა ძალიან საინტერესო საუბარი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, ქალბატონ როზარია პულისთან. რა თქმა უნდა ვისაუბრეთ ჩვენს ძალიან წარმარტებულ თანამშრომლობაზე უკვე წლების განმავლობაში. ასევე დეტალურად მიმოვიხილეთ ყველა ის საქმიანობა, რომელიც განახორციელა მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლების დასახმარებლად კოვიდ 19-თან ბრძოლის პერიოდში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჩვენი პარტნიორებისთვის ის ბორდერიზაციის ეპიზოდები, რომლებიც სწორედ ამ მძიმე გლობალური კრიზისის და პანდემიის ფონზე გრძელდება და ხორციელდება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, რაც არის ძალიან მძიმე დარღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ამავდროულად ყოველგვარი ჰუმანურობის და ჰუმანიტარული პრინციპების, რაც იწვევს პირდაპირ ადამიანების ტანჯვას, დამატებით იმასთან ერთად, რასაც იწვევს თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონის იზოლაცია, ეხლა უკვე აფხაზეთის რეგიონის მიმართულებითაც შეზღუდული გადაადგილება.

ასევე დეტალურად ვისაუბრეთ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციის იმ ახალ ეპიზოდზე, რომელიც უკვე კვირების განმავლობაში მიდის ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ, სწორედ მაშინ როდესაც ეს ლაბორატორია არის და იყო ინსტრუმენტალური იმისთვის, რომ საქართველო ეფექტურად გამკლავებოდა ამ ეტაპისთვის კოვიდ 19-თან ბრძოლას. შემაშფოთებელია ის რაც ისმის ცხინვალის ე.წ. სამსახურებიდან, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები ნატოდან ძალიან ყურადღებით აკვირდებიან ყველა ამ პროცესს. მათი პოზიცია ყველასთვის კარგად ცნობილია. ისინი მხარს უჭერენ საქართველოს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და საქართველოს ხალხს როგორც COVID-19-თან ბრძოლაში, ისე ოკუპაციის წინააღმდეგ“, -განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა

ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...