მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ ნარაზენში პანდემიის დროს ფერმერმა აბესალომ გარმელიამ მოცვი რამდენიმე ჰექტარზე გააშენა

სოფელ ნარაზენში პანდემიის დროს ფერმერმა აბესალომ გარმელიამ მოცვი რამდენიმე ჰექტარზე გააშენა[Video]

Published on

ქვეყანაში არსებული პანდემიის მიუხედავად ზუგდიდელმა ფერმერმა აბესალომ გარმელიამ ლურჯი მოცვის პლანატაცია დამატებით 3 ჰექტარზე გააშენა.  საერთო ჯამში სოფელ ნარაზენში  გარმელიებს 9 ჰექტარზე აქვთ გაშენებული და მოსავლის აღებას თვის ბოლოსთვის გეგმავენ.ფერმერი ამბობს, რომ შეზღუდვების დროს სპეციალური საშვით სარგებლობდა და მიწის დამუშავების პრობლემა არ ქონია.

მიწა დამუშავებულია, ნერგები  უკრაინიდან ჩამოაქვს, 5 სხვადასხვა ჯიშის მოცვი აქვს გაშენებული, სულ 27 ათასი ძირი. ერთ თვეში ფერმერი  10 ტონამდე მოსავალს ელოდება, რომლის გატანასაც ევროპაში გეგმავს.

მოცვის პლანტაციაში მუდმივად 5 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონზე, სრული დატვირთვით 80-მდე ადგილობრივი მუშაობს. ფერმერი ამბობს, რომ პანდემიამ დამოკიდებულება შეცვალა და დაგვანახა, რომ გლეხი აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს მიწას, რომ  ადგილობრივი  პროდუქციის წარმოება გაიზარდოს. ფერმერი სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში საწვავზე სუბსიდირებას და ყოველ ჰექტარზე 200 ლარიან დახმარებას მიიღებს.

სამეგრელოს რეგიონში ყველაზე მოთხოვნადი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამა ,,დანერგე მომავლის“ – კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტია. პროგრამის მიხედვით სახელმწიფო ნახევარ ჰექტარამდე ბაღების გაშენებისთვის საჭირო ნერგებსა და წვეთოვან სარწყავ სისტემას 100%-ით აფინანსებს. პროგრამის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში 250-მა ფერმერმა 470 ჰექტარზე ლურჯი მოცვი უკვე გააშენა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...