მთავარისიახლეებისაზოგადოებარა დაგხვდებათ თვითნასწავლი ზუგდიდელის დავით მიქავას სახელოსნოში

რა დაგხვდებათ თვითნასწავლი ზუგდიდელის დავით მიქავას სახელოსნოში[Video]

Published on

17 წლის  დავით მიქავა, თვითნასწავლი  ოსტატია,  რომელიც ზუგდიდანაა და ხის ნივთებზე  15 წლის ასაკიდან  მუშაობს. ხის ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობის იდეა გაუჩნდა, მაშინ,  როდესაც პირველად ნახა ტექნოპარკის გამოფენა. ის პირველი არასრულწლოვანი იყო, რომელიც მივიდა ზუგდიდის ტექნოპარკში, სადაც დააკვალიანეს და გააცნეს პროგრამა, შემდგომ კი თვითონ დახვეწა ამ პროგრამაზე მუშაობა.  აკეთებს ინდივიდუალურ, ასევე  კორპორაციული საღამოებისთვის სასაჩუქრე და სადღესასწაულო თემატიკის ნივთებს. ნამუშევრების  რეალიზებას  ფეისბუქ გვერდის მეშვეობით ახერხებს, ასევე  დავითი  თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან საქართველოშიც და საზღვარს გარეთაც, საიდანაც სხვადასხვა სახის შეკვეთებს იღებს.დავითი აბიტურიენტია, ის ბავშვობიდანვე  გატაცებულია  ხატვით და ამიტომაც სურს, რომ  სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურაზე ჩააბაროს.   დამთავრებული აქვს სამხატვრო სკოლა. იღებდა სხვადასხვა გამოფენებზე მონაწილეობას , საიდანაც მიღებული აქვს უამრავი დიპლომი და სერთიფიკატები. მისი თქმით,  ბევრი იდეა აქვს, რის განხორციელებასაც ფინანსური პრობლემების გამო  ვერ ახერხებს, თუმცა იმედოვნებს, რომ გამოჩნდება ვინმე, ვინც ხელს შეუწყობს ამ იდეების განხორციელებაში.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...