მთავარისიახლეებისაზოგადოებაკოვიდინფიცირებული ტრაილერის მძღოლის დედა რუხის საავადმყოფოდან თბილისში გადაიყვანეს

კოვიდინფიცირებული ტრაილერის მძღოლის დედა რუხის საავადმყოფოდან თბილისში გადაიყვანეს[Video]

Published on

ზუგდიდელი ტრაილერის მძღოლის დედა, რომელიც ასევე კოვიდის დიაგნოზით რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში მკურნალობდა, წუხელ თბილისში გადაიყვანეს.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის  ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით,  პაციენტის სისხლის ანალიზის და ტომოგრაფიული მაჩვენებლები გაუარესდა, რის გამოც, მიიღეს გადაწყვეტილება , რომ პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაეყვანათ.

აღნიშნული პაციენტი 16 მაისს შეიყვანეს რუხის საავადმყოფოში. მას დადასტურებული აქვს კორონავირუსი. ინფიცირებული მამაკაცი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

სულ ამ მომენტისთვის რუხის საავადმყოფოში ცხრა კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...