მთავარისიახლეებისაზოგადოებაასეთ ქმედებებს ოკუპანტების მხრიდან სისტემატიური ხასიათი აქვს - ხურჩელები ბორდერიზაციაზე

ასეთ ქმედებებს ოკუპანტების მხრიდან სისტემატიური ხასიათი აქვს – ხურჩელები ბორდერიზაციაზე[Video]

Published on

უკანონო ბორდერიზაციის პროცესი კვლავ გრძელდება რუსი სამხედროების მხრიდან ე.წ სასზღვრო ზოლთან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფახულანის შემდეგ აღნიშნული პროცესი ხურჩაში განხორციელდა და ასევე განმუხურთან მოსაზღვრე სოფელ ფიჩორში. როგორც ჩვენთან ინტერვიუში სოფელ ხურჩაში მცხოვრები ადგილობრივები აცხადებენ, საოკუპაციო ძალების მხრიდან ამგვარი მოქმედება მათ არ გაკვირვებით, რადგანაც ასეთ ქმედებებს ოკუპანტების მხრიდან სისტემატიური ხასიათი აქვს. მათი თქმით, ხშირად ამჩნევენ რუს სამხედროებს მავთულხლართების მიმდებარე ტერიტორიასათან, სადაც მათ უკანონო ინსტალაციებია აღმართული. აღნიშნულ ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ამის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „უკანონო ე.წ ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას“, – აცხადებენ სუს-ში.

სიახლეები

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილ დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა, გუშინ...

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...