მთავარისიახლეებისაზოგადოებაონლაინსწავლება - ახალი გამოწვევა სტუდენტებისთვის

ონლაინსწავლება – ახალი გამოწვევა სტუდენტებისთვის [Video]

Published on

COVID-19-მდე, საქართველოს, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანას, საჯარო სკოლებსა დაუნივერსიტეტებს, სრულად ონლაინ სწავლებაზე გადასვლის გამოცდილება არ ჰქონიათ, ამიტომ ბუნებრივია, რომ წარმოიქმნა ბევრი ტექნიკური და შინაარსობრივი პრობლემა. პანდემიის გამო, ისე როგორც ყველა სტუდენტი, ზუგდიდელი ივიკო შენგელიაც ონლაინსწავლებაში ჩაერთო, ამბობს, რომ ილიას უნივერსიტეტს ეს სისტემა ნაწილობრივ  დანერგილი ქონდა, თუმცა ბევრი რამ მისთვისაც სიახლე აღმოჩნდა. ივიკოს თქმით, დისტანციური სწავლება იძლევა საშუალებას ამ ტექნიკის სამომავლო დანერგვის, რაც დაეხმარება ძალიან ბევრ პლატფორმას და უნივერსიტეტს მნიშვნელოვნად დაზოგოს რესურსები, თუმცა ის ვერ შეცვლის ბოლომდე აუდიტორიულ სწავლებას, რადგან ლექციის დროს ძალიან ბევრი კითხვა და საკითხი ჩნდება, რისიც ინტერნტით განხილვა ძალიან რთულია. რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ნებისმიერ ადამიანში სრულფასოვანი განათლების მიღებას. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ყველა უნივერსიტეტმა მოახერხა, თუმცა ეს მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ნაწილს გარკვეული საგნების ონლაინ ფორმატზე გადატანა გაუჭირდა. მეორე ნაწილს კი, რომლებმაც სწავლების დისტანციური რეჟიმის დანერგვა შეძლეს, სტუდენტების სხვა სერვისებით უზრუნველყოფა ვეღარ მოახერხეს. მთავარი მაინც ამ შემთხვევასი, როგორც ივიკო ამბობს, ინტერნეტის არასრულფასოვანი მიწოდებაა, რაც ონლაინსწავლაში ჩართვის პროცესს ართულებს.

სიახლეები

პროკურატურა ადასტურებს, რომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს

პროკურატურა ადასტურებს, რომ ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს. საქმის პროკურორის თქმით, გიორგი მალანია,...

ცაჰკნა: დღეს საუბარია არა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ საქართველოში დემოკრატიის გადარჩენაზე

საქართველოში მიმდინარე პროცესები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს...

საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის – კაია კალასი

განვიხილავთ საქართველოს საკითხს. რა თქმა უნდა, სიტუაცია უფრო და უფრო სერიოზული ხდება, - ამის...

ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს – პაპუაშვილი “ლელოზე”

“ლელო ძლიერ საქართველოს“ ინიციტივას ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის მოლაპარაკებების დაწყებასწთან დაკავშირებით “ოცნება“ უარით...